აგრარული ექსტენციის შესახებ სამუშაო შეხვედრები აშშ-ში
 06/02/2023

აშშ-ში აგრარული ექსტენციის შესახებ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.

საქართველოს მხრიდან მონაწილეობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები და “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი.

აღნიშნული აქტივობის მიზანია აჭარაში ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება და კონკრეტული გადაწყვეტების დადება.

შეხვედრები გაიმართება ტეხასის, ოჰაიოს და ვაშინგტონის შტატებში.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “მომავლის ფერმერი” აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.