აგრარული ექსტენციის შესახებ სამუშაო შეხვედრები Prairie View A&M University -ის მენეჯმენტთან
 08/02/2023

გრძელდება აგრარული ექსტენციის მიმართულებით შეხვედრები აშშ-ში.

ჯგუფის წევრებს სამუშაო ფორმატში შეხვედრები ჰქონდათ Prairie View A&M University -ის მენეჯმენტთან და აკადემიურ პერსონებთან.  

საქართველოს მხრიდან მონაწილეობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები და “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე და პროექტის მენეჯერი.

აღნიშნული აქტივობის მიზანია აჭარაში ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება და კონკრეტული გადაწყვეტების დადება.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “მომავლის ფერმერი” აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.