აგრარული ექსტენციის სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადმინისტრაციაში.
 13/02/2023

აგრარული ექსტენციის მიმართულებით საქართველოდან სამუშაო ჯგუფის ვიზიტის ბოლოს შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ადმინისტრაციაში.

ჯგუფის მონაწილეები გაეცნენ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სხვადასხვა აქტივობებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კი USDA-ს მაღალი რგოლის ხელმძღვანელებს აგრარული ექსტენციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
ვიზიტის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრარული ექსტენციის სერვისების გაუმჯობესება, კონკრეტული გადაწყვეტების დადება და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული საგანმანათლებლო მიმართულებების მხარდაჭერა.

საქართველოდან ვიზიტში მონაწილეობენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე და სამინისტროს თანამშრომლები, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები: დემნა ძირკვაძე და გოჩა შაინიძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და აკადემიური პერსონალი: დარეჯან ჯაში, ლია დავითაძე, მამუკა თურმანიძე და ირაკლი კორძაია; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი და პროექტის მენეჯერი ნატალი კლდიაშვილი.

პროექტი მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მომავლის ფერმერი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.