21 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ცენტრის გახსნის შემდეგ სტუმრები ასევევ შეხვდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებს და უპასუხეს მათ შეკითხვებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა აქტივობების შესახებ.
ცენტრის დაარსების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა და გაახალგაზრდავება; აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.
ბსუ აქტიურად ჩაერთვება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების შემუშავების და მეცნიერული კვლევების მიმართულებით.
აღნიშნული ცენტრი განახორციელებს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასკოლო და სტუდენტურ აქტივობებს, პრაქტიკოს ექსტენციონისტებთან ერთობლივ ინიციატივებს და სამეცნიერო პროექტებს.
აგრარული ექსტენციის ცენტრი გაიხსნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია "მომავლის ფერმერი".
ფოტოები იხილეთ სრულად FACEBOOK