2-4 მაისს "მომავლის ფერმერისა" და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონის 4 უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.
შეხვედრები გაიმართა გორის, ახალციხის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან და პროფესიული და აგრარული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის საკითხი.
მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა (IPP) და მავნებლების ინტეგრირებული მართვის (IPM) შესახებ მოკლევადიანი სასწავლო მომზადება-გადამზადების პროგრამების დანერგვა დაგეგმილია საქართველოს 6 უნივერსიტეტში, „სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „მომავლის ფერმერი“ USDA-ის მხარდაჭერით.