კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის მხარდაჭერის პროექტი
 02/06/2023

"მომავლის ფერმერი" აგრარული ექსტენციის მიმართულებით მორიგ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის მიმართულებით კომპეტენციებისა და უნარების განვითარება სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და სხვადასხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით.


პროექტის გავრცელების არეალია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტი: აჭარა - ხულო; ქედა; კახეთი - დედოფლისწყარო, ახმეტა; ქვემო ქართლი - მარნეული, წალკა; სამცხე -  ახალქალაქი, ნინოწმინდა; სამეგრელო - მარტვილი, რაჭა - ამბროლაური; იმერეთი - სამტრედია; გურია- ლანჩხუთი;


პროექტს  აფინანსებს კავკასიის ალიანსების პროგრამა 2, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADC და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SIDA მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს Mercy Corps.