აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისთვის „მომავლის ფერმერი“ ატარებს საგრანტო კონკურსს „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა/გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.
კონკურსი ტარდება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ექსტენციის ბაზაზე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)-ის დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით.
კონკურსი ითვალისწინებს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც უნდა გამოვლინდეს 3 საუკეთესო გუნდური პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს. პროექტის ბიუჯეტი 2 000 აშშ დოლარი.
კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 6 სექტემბერს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ საკონკურსო აპლიკაცია და გამოაგზავნონ მითითებულ ელ. ფოსტაზე: info@fof.edu.ge 5 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
ჩამოტვირთე სააპლიკაციო ფორმა - https://shorturl.at/cmwD8
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
596494494 თეონა ნოზაძე