ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
პირველ ნაკადს უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტი ივლისის ბოლოს გამოუშვებს და 15 გადამზადებულ სტუდენტს შრომის ბაზარს მიაწვდის.
გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამაზე მოთხოვნა მაღალია და მომლოდინე რეჟიმში არიან მსრუველები, მეორე ნაკადზე მიღება მალევე, აგვისტოს პირველ ნახევარში გამოცხადდება.
პროგრამა ითვალისწინებს რეგიონში კონკრეტულ კოლტურებში გავრცელებული ყველა დაავადებისა და მისი მართვის თავისებურებების სწავლებას.
პროგრამა შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით, ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი".