26 ივნისს, „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით და მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით დმანისში, შვეიცარიის აგრარული სკოლა „კავკასიის“ ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი რეგიონული განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის მეცხოველეობის მიმართულების ექსტენციონისტებისთვის.
ტრენინგს დაესწრნენ სპეციალისტები სოფლის განვითარების სააგენტოს ადგილობრივი და ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურებიდან.
ტრენინგის თემა: "მდგრადი მეცხოველეობა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით".
ტრენინგს გაუძღვა შვეიცარიის აგრარული სკოლა „კავკასიის“ მოწვეული ექსპერტი და ტრენერი კარლ ბრანდერბურგერი, რომელსაც მეცხოველეობის მიმართულებით სწავლების 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ტრენინგი შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული კომპენენტებისგან.
ტრენინგის თემები:
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ შვეიცარიის აგრარული სკოლა „კავკასიას“ ფერმას. პრაქტიკული სწავლება ჩატარდა ფერმაში, საძოვრებში. ექსტენციონისტებმა მიიღეს კომპეტენტური პასუხები კარლ ბრანდერბურგერისგან მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სრულად ფოტოები იხილეთ ბმულზე: Facebook