მემორანდუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბსუ-ს შორის
 17/07/2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთანამშრომლობის განვითარებას.

მემორანდუმის მიზანია, აგრარული ექსტენციის მიმართულებით, საჭიროებებიდან გამომდინარე, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის გაზრდა. ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის ხელშეწყობა.

მემორანდუმის ხელის მოწერას წინ უსწრებდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული დეპარტამენტის ბაზაზე აგრარული ექსტენციის ცენტრის გახსნა, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა და გაახალგაზრდავება; აგრარული ექსტენციის მიწოდებაში უნივერსიტეტის როლის და მონაწილეობის გაძლიერება.

აღნიშნული ცენტრი გაიხსნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერითა და "მომავლის ფერმერის” ორგანიზებით.