18 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრს აშშ-ს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგი გრეგ კრავჩიკი სტუმრობდა. სპეციალისტი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მიმდინარე ტრენინგს დაესწრო და სკოლების ბაზაზე აგრარული აქტივობების შესახებ ინფორმაციები მოსწავლეებისგან მოისმინა. ტრენინგი "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით ტარდება.
გრეგ კრავჩუკმა ტრენინგის მონაწილეებს აშშ-ში ახალგაზრდებთან მუშაობის საკუთარი გამოცდილების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესაორი საქართველოში ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს მოწვევით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ექსტენციის სამსახურის წარმომადგენლებთან.
კრავჩიკთან ერთად შეხვედრებს ესწრება სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, რომელიც „ბორლაუგის საერთაშორისო სასოფლო სამეურნეო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროგრამის“ ფარგლებში 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში.