ამერიკელი ექსპერტის ტრენინგი აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
 31/07/2023

28 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით აგრარული უნარების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდა ექსტენციის საერთაშორისო ექსპერტი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი აშშ-დან, ლიზა ლოქსმანი.

სკოლის მოსწავლეები გაეცნენ აშშ-ის აგრარული ექსტენციის მოდელში სასკოლო აქტივობების კომპონენტს. ახალგაზრდებმა სახალისო დავალებების საშუალებით ჯგუფურად იმუშავეს კონკრეტული იდეების და ინიციატივების ირგვლივ, წარმოადგინეს საკუთარი ხედვები, თუ როგორ წარმოუდგენიათ აშშ-ის სისტემის ქართულ რეალობაზე მორგება, აგრარული უნარების სკოლის გარემოში განვითარება და აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია.

ჯგუფურად მუშაობის დროს სკოლის მოსწავლეებს მენტორობას უწევდნენ ბსუ-ს აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტაჟიორები.

ტრენინგი ჩატარდა „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებითა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.