3 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოში (RDA) “მომავლის ფერმერის” მიერ სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის საზაფხულო აქტივობების შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებში მონაწილეობდა აშშ-დან მოწვეული ექსპერტი, აშშ- ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კონსულტანტი ლიზა ლოქსმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს საგანმანათლებო და საექსტენციო მოდულების შემუშავებისა და იმპლემენტაციის ნაწილში.
შეხვედრების მიზანი გახლდათ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების ერთმანეთისთვის გაზიარება.
გამოიკვეთა საინტერესო და დარგის განვითარებისთვის საჭირო საერთო ღირებულებები, რომელთა დაკავშირებითაც გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი ხორციელდება "მომავლის ფერმერის" მიერ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.