29 და 30 აგვისტოს “მომავლის ფერმერის” გუნდი USDA-ის მისიის ხელმძღვანელთან და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ მეკალმახე ფერმერების ნაწილს ეწვია.
ბენეფიციარ ფერმებში დამონტაჟდა წყლის ტემპერატურის მონიტორინგისათვის საჭირო აღჭურვილობა (HOBO Loggers) და ფერმერებს მონაცემთა ავტომატური შეგროვების შესაძლებლობა მიეცათ.
ჰობო ლოგერი გახლავთ სენსორული მრიცხველი, რომელიც მუდმივად ზომავს წყლის ტემპერატურას და სეზონური მონაცემების შედარებისა და დამუშავების საშუალებას იძლევა.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "მომავლის ფერმერი" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით.