"ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოება
 26/09/2023

26 სექტემბერს, ბსუ-ში გაიმართა კონკურსის "ჭკვიანი ფერმა ჩვენს  სკოლაში" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 6 საუკეთესო გუნდური პროექტი, დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებს და მორგებული საბაზრო პრინციპებს.

  • ბათუმის #1 საჯარო სკოლა - აგროკლუბი/სადისკუსიო პლატფორმა
  • ბათუმის #28 საჯარო სკოლა - ბოსტნეულის საჩითილე
  • შუახევის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა - ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთი
  • ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა - სასწავლო-სადემონსტრაციო საფუტკრე
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა - ენდემური ჯიშების მსხლის სანერგე
  • ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  სხალთის  საჯარო  სკოლა - ლურჯი მოცვი ხელოვნურ სუბსტრატზე.

პროექტის ბიუჯეტი 2 000 აშშ დოლარი.

კონკურსში გამარჯვებული სკოლების მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები.

უახლოეს 1 კვირაში დაიწყება პროექტების დანერგვის მიმართულებით სამუშაო პროცესი.

შეგახსენებთ, კონკურსი „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ მიზანია ახალგაზრდებში აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია, უნარებისა და კომპეტინციების გაუმჯობესება, აჭარაში დარგების გაახალგაზრდავება, აგრარული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, აგრარული ექსტენციის მიწოდებაში კვლევის კომპონენტის შეტანა/გაძლიერება; აგრარული ექსტენციის საუნივერსიტეტო მოდელის მდგრადი განვითარება.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: ითვალისწინებდა  სკოლების მოსწავლეების, სტუდენტების, ექსტენციონისტების და პედაგოგების ერთობლივ მუშაობას.

გამარჯვებულებისთვის ჩატარდა ინტენსიური ტრენინგები კონკრეტულ დარგსა და პროექტების მომზადებაში; მენტორების სესია; მათთვის აგრარული მიმართულებით ტრენინგი ჩაატარა  აგრარული ექსტენციის საერთაშორისო ექსპერტმა, „მომავლის ფერმერის“  კონსულტანტმა, ლიზა ლოქსმანმა.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის სპეციალისტებისგან.

ღონისძიებას დაესწრნენ  და მონაწილეებს მიესალმნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აშშ-ის სოფლის მეურონეობის დეპარტმენტის (USDA) მისიის ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და “მომავლის ფერმერის“ (FOF) წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ბსუ-ს ლექტორები; ბსუ-ს ექსტენციის ცენტრი; გამარჯვებული სკოლები; სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში"  განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით.

ფოტოები იხილეთ ბმულზე - Facebook