სასკოლო აგროკლუბების პლატფორმის წარდგენა აჭარის რეგიონში
 26/09/2023

აჭარის რეგიონის საჯარო სკოლებში ახალი სასკოლო პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებში აგრარული უნარების განვითარებას.

მოსწავლეების ინიციატივით სკოლებში  ჩამოყალიბდა აგროკლუბები, რომლის პლატფორმის წარდგენა და განაცხადზე ხელის მოწერის ცერემონია გაიმართა 26 სექტემბერს ბსუ-ში.

აგროკლუბი ჩამოყალიბდა 10 სკოლაში:

 

  • ბათუმის #1 საჯარო სკოლა - აგროკლუბი - აგროკონცეპტი
  • ბათუმის #28 საჯარო სკოლა - აგროკლუბი - სოფლის მაშენებლები
  • ქობულეთი, სოფელ ხალას საჯარო სკოლა  - აგროკლუბი -  ხალასი
  • ხულო, სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა - აგროკლუბი - დიოკნისის ლიდერები
  • ხულო,  სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა - აგროკლუბი -  მერმისი
  • ხულო, სოფელ  სხალთის  საჯარო  სკოლა - აგროკლუბი - აგროქომაგები
  • შუახევი, ჭვანის საჯარო სკოლა - აგროკლუბი -  ევერესტი
  • შუახევი, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლა - აგროფოინთი
  • დაბა ქედის საჯარო სკოლა - აგროკლუბი -  ჩხავერი
  • ხელვაჩაური, ახალსოფლის საჯარო სკოლა - აგროკლუბი -  ანაშხალი


დღესვე, აგროკლუბების მონაწილე მოსწავლეებისთვის  ჩატარდა ვორქშოფი.

თითოეულ აგროკლუბს ჩამოყალიბებული აქვს: სახელწოდება; ლოგო;დებულება; მიზნები და ამოცანები; აგროკლუბის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი; აგროკლუბში გაწევრიანების წესი; წევრებს შორის გადანაწილებული ფუნქციები…

აგროკლუბების ჩამოყალიბებას წინ უსწრებდა მოსწავლეებისთვის ტრენინგები ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან. სამუშაო შეხვედრებზე მოსწავლეებმა თავად იმუშავეს აგროკლუბების ჩამოყალიბების იდეაზე; შეიმუშავეს ლოგოების სამუშაო ვერსიები და სლოგანები…

შეგახსენებთ, აგროკლუბების მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებში სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინიციატივების წარმოჩენა, სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა; სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა; საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისთვის.

ღონისძიებას დაესწრნენ  და მონაწილეებს მიესალმნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აშშ-ის სოფლის მეურონეობის დეპარტმენტის (USDA) მისიის ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და “მომავლის ფერმერის“ (FOF) წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ბსუ-ს ლექტორები; ბსუ-ს ექსტენციის ცენტრი; გამარჯვებული სკოლები; სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სასკოლო აგროკლუბები ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით.

ფოტოები იხილეთ ბმულზე  Facebook