მომავლის ფერმერი აგრარულ ფორუმზე „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“
 06/10/2023

"მომავლის ფერმერმა" მონაწილეობა მიიღო აგრარულ ფორუმში „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“, რომელიც ბათუმში 5-6 ოქტომბერს იმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებს ასოციაციის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  მათ შორის, აჭარის რეგიონში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შესრულებული პროექტების შესახებ...

ფორუმში მონაწილეობას ღებულობდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები.

ფორუმი მიზნად ისახავს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სექტორის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას, რეგიონის წამყვანი აგრარული, სოფლად მეწარმეობისა და სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მიმართულებით არსებული ტენდენციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.