"მომავლის ფერმერი" გამოფენაზე "აგრო ბათუმი 2023"
 06/10/2023

"მომავლის ფერმერმა" მონაწილეობა მიიღო გამოფენაზე „აგრო ბათუმი 2023".

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სერვისების შესახებ.

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა „აგრო ბათუმი 2023" 6-8   ოქტომბერს  „Expo Batumi"-ს ორგანიზებით გაიმართა.

Agro Batumi 2023 გამოფენის მიზანია, სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

აგრო გამოფენაში მონაწილეობას იღებს 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.