აგროკლუბი "აგროკონცეპტი" აქტიურად აწარმოებს კლუბის ახალი წევრების მიღებას
 19/10/2023

ქ.ბათუმის N1 საჯარო სკოლის აგროკლუბი "აგროკონცეპტი" აქტიურად აწარმოებს კლუბის ახალი წევრების მიღებას.

კლუბის პოტენციური წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ მე-8-11 კლასის მოსწავლეები, რომელთაც ჩაუტარდათ გასაუბრება და ტესტირება ზოგად დარგობრივ საკითხებში. საუკეთესო 10 მოსწავლე კლუბის წევრის სტატუსს მიიღებს.

აგროკლუბი "აგროკონცეპტი" ჩამოყალიბდა ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.

აჭარის ა/რ-ში 10 აგროკლუბი შეიქმნა, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებში სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინიციატივების წარმოჩენა, სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა; სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა; საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისთვის.