"მომავლის ფერმერმა" მონაწილეობა მიიღო „მესაქონლეობის ექსპო 2023-ზე".
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სერვისების შესახებ.
მესაქონლეობის ექსპო 2023 ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის მიერ.
ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“ რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტიორობით.
მესაქონლეობის ექსპოს მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.
მესაქონლეობის ექსო 2023-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. ოქროს სპონსორი - ნაბეღლავი, სპონსორები ინვეტი და ნუტრიმაქსი.