სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც USDA-ის მხარდაჭერით, საქართველოში “მომავლის ფერმერი” ახორციელებს, სტუმრად მყოფი აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი - მეკალმახეობის ექსპერტები შეხვდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაზა შავაძეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მეკალმახეობის განვითარების პერსპექტივებზე, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერის შესაძლებლობებზე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
შეგახსენებთ, აჭარაში ამერიკელი სპეციალისტები 21-27 ოქტომბერს იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია საკალმახე მეურნეობებში არსებული სიტუაციის შესწავლა, სხვადასხვა მავნე ორგანიზმებსა და დაავადებებზე ნიმუშების აღება შემდგომი კვლევებისთვის.
ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მეკალმახე ფერმერებს გადაეცემათ სპეციალური მიკროსკოპები და სხვა მცირე მოწყობილობები, რაც მათ საშუალებას მისცემს თანმიმდევრული დაკვირვება აწარმოონ როგორც თევზის დაავადებებზე, ისე, წყლის ხარისხის პარამეტრებზე.