ამერიკელი სპეციალისტები ხულოს მუნიციპალიტეტის საკალმახე მეურნეობებში
 25/10/2023

ხულოს მუნიციპალიტეტში, მინდია ბოლქვაძის და თამაზ ბერიძის საკალმახე მეურნეობებს ესტუმრნენ დღეს აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი. მათ ადგილზე საველე სამუშაოები და კვლევები განახორციელეს. 

ერთ-ერთ ფერმას საჩუქრად  გადაეცა ძვირადღირებული, მაღალი სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებს მორგებული საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და ინვენტარი, რითაც შეძლებენ დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას და პრევენციას. 

საველე კვლევებში მონაწილეობდნენ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და FOF-ის  წარმომადგენლები, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის სამსახური; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის თანამშრომლები და სტუდენტები; ასევე, მისისიპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დოქტორანტები. 

აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი საქართველოში, საკალმახე მეურნეობებში საველე-კვლევითი სამუშაოებისა და პრაქტიკული ტრენინგების ჩატარების მიზნით აჭარის ა/რ-ში 21-27 ოქტომბერს იმყოფებიან. 

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.