ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრს, აჭარაში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა აშშ-ის მისისიპის და აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორებმა საჩუქრად გადასცეს ძვირადღირებული, თანამედროვე, საკალმახე მეურნეობებში კვლევებისთვის საჭირო აპარატურა და მიკროსკოპი.
მაღალტექნოლოგიური ინვენტარის და ხელსაწყოების დახმარებით, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრს შეეძლება თევზის დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია. ფერმერულ მეურნეობებში კვლევებში ჩაერთვებიან სტუდენტები და დარგის სპეციალისტებიც.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს „მომავლის ფერმერი“. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერა.