აჭარის აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ოფიციალური სხდომა
 08/11/2023

8 ნოემბერს აჭარის აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ოფიციალური სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ უსწრებდა გაცნობითი შეხვედრა.

სხდომაზე განიხილეს აჭარის ა/რ მასშტაბით სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები; დამტკიცდა სამუშაო ჯგუფები და საბჭოს შემადგენლობა.

აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად შერჩეულია ექსტენციასთან დაკავშირებული ყველა რგოლი: ბსუ; აჭარის სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროები; სოფლის განვითარების სააგენტო; აჭ‭არის‭ ‬ა‭/‬რ‭ ‬სავაჭრო‭ ‬სამრეწველო‭ ‬პალატა‭; მერსი ქორფსი; მომავლის ფერმერი; აგრარული ექსტენციის ცენტრი; აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA); აგროსკოლა და კერძო ექსტენციონისტები. ‬‬

საბჭოს თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს პროგრამის აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს "მომავლის ფერმერი".

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook