მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის - პროგრამის კურსდამთავრებულთა გაცილება
 09/11/2023

9 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულთა გაცილების, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.  
პროგრამის პირველ ნაკადში გადამზადდა 14 სტუდენტი.

ღონისძიებას დაესწრნენ ბსუ-ს რექტორი და პროფესორები; ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი და პროგრამის ინსტრუქტორები; ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები; აჭარის სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები; სურსათის ეროვნული სააგენტო; "მომავლის ფერმერი".

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება რეგიონში კონკრეტულ აგრარულ კულტურებში გავრცელებული ყველა დაავადებისა და მავნებლის, მათი მართვისა და პრევენციის შესახებ.

პროგრამა შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)  ფინანსური მხარდაჭერით, ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს "მომავლის ფერმერი". პროგრამის პირველი ნაკადის მიღებისთვის  დაფინანსება გამოყო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. პროგრამის შემუშავების წინაპირობა იყო აგრარულ სპეციალისტებში დაავადებების შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე მაღალი მოთხოვნა.

პროგრამის მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპეციალისტები აშშ-დან.

პროგრამა განკუთვნილია დარგში ჩართული პირებისათვის, არსებული სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.

შრომის ბაზარზე აღნიშნული პროგრამით გადამზადებულ პირთა  მიმართ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბსუ უახლოეს პერიოდში გეგმავს ახალი ნაკადისთვის მიღების გამოცხადებას.

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook