საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USDA-ის მიერ და ახორციელებს “მომავლის ფერმერი“, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ბაზაზე 9 ნოემბერს, მცენარეთა დაცვის დარგის სპეციალისტებისათვის ჩატარდა ვორქშოფი/ ტრენინგი. ტრენინგს წარუძღვა ტექნიკური ექსპერტი/ტრენერი ილია კუნჭულია.
ვორქშოფზე განიხილეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა (IPP) და მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამების განხორციელების საკითხები; რა პერსპექტივებია სხვა რეგიონებში აღნიშნული პროგრამების დასანერგად. საუბარი შეეხო IPM -ის სწავლებასა და სწავლას; IPM-ის ძირითად ელემენტებს: მავნებელ-დაავადებების იდენტიფიკაცია; მონიტორინგი და პრევენცია; რეალური შემთხვევები; IPM-ის მიდგომებს: კულტურული კონტროლი; მექანიკური და ფიზიკური კონტროლი; ბიოლოგიური კონტროლი. ტრენერმა განიხილა: პესტიციდების გამოყენება; საკანონმდებლო ჩარჩო; კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები; ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა.
ტრენინგის მიზანი გახლავთ სახელმწიფო და კერძო ექსტენციონისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისა (IPP) და მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) მოკლევადიანი გადამზადების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათი შინაარსისა და განხორციელების გეგმების გაცნობა.
შეხვედრას დაესწრნენ USDA-ის წარმომადგენლები ვაშინგტონიდან.
ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook