USDA-ის წარმომადგენლებმა ვაშინგტონიდან ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი მოინახულეს; დაათვალიერეს აღჭურვილობა; შეხვდნენ ექსტენციის ცენტრის თანამშრომლებს, ესაუბრნენ მიმდინარე პროცესებზე; სამომავლო გეგმებზე. მიმოიხილეს აჭარაში არსებული მცენარეთა დაავადებები; რა ღონისძიებები ტარდება მცენარეთა დაცვის მიმართულებით.
ექსპერტების სტუმრობა განხორციელდა საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USDA-ის მიერ და ახორციელებს “მომავლის ფერმერი“, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე.
ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook