აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს ახალგაზრდობის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა
 30/11/2023

28 ნოემბერს აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ ჩამოყალიბებული ახალგაზრდობის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), “მომავლის ფერმერის", აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა  და აგროსკოლის წარმომადგენლებმა, ექსტენციონისტებმა და ფერმერებმა.

სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო თვეების სამოქმედო გეგმა, იმსჯელეს ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგებით დაინტერესების მექანიზმებზე, სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებსა და მამოტივირებელ ღონოსძიებებზე.

ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ბსუ-ს უნივერსიტეტთან, სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებთან თანამშრომლობით ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია, რომელიც დაფარავს დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტებს. ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს სასკოლო აგროკლუბების პლატფორმის გაძლიერების შესაძლებლობები და მექანიზმები, დაიგეგმა ბათუმის პირველი სკოლის მიერ რეგიონებში შეხვედრების გასამართად საჭირო ღონისძიებები.