ბსუ-ს საუნივერსიტეტო ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ ჩამოყალიბებული განათლებისა და ექსტენციის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), "მომავლის ფერმერის", აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და აგროსკოლის წარმომადგენლებმა, ექსტენციონისტებმა და ფერმერებმა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო თვეების სამოქმედო გეგმა, იმსჯელეს საუნივერსიტეტო სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ, რომელიც განხორციელდება ჯგუფის წევრების უშუალო ჩართულობითა და კოორდინაციით, ასევე, განიხილეს აგრარული საუნივერსიტეტო ცენტრის სერვისების შემუშავებისთვის საჭირო პროცედურები, რომელიც ორიენტირებული იქნება ფერმერებზე და დარგის სპეციალისტებზე.
ჯგუფის ხელმძღვანელმა მოახდინა აგროსკოლისათვის ვებგვერდის საჭიროების საკითხის ინიცირება, რომელზეც იმუშავებს “მომავლის ფერმერის” გუნდი ჯგუფის წევრებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობითა და დახმარებით.