ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ბოსტნეულისა და დეკორატიული მცენარეების ჩითილების გამოსაყვანი სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა
 30/11/2023

ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ბოსტნეულისა და დეკორატიული მცენარეების ჩითილების გამოსაყვანი სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა კონკურის „ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“ ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები; აჭარის სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები; ექსტენციონისტები...

კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" განხორციელდა აჭარის ა/რ საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით, დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური / ნაკვეთი.

ფოტოები სრულად იხილეთ ლინკზე: Facebook.com