კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა - ტრენერთა ტრენინგი TOT სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლებისათვის
 01/12/2023

1-ელ დეკემბერს "მომავლის ფერმერმა" სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლებისათვის კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი TOT  ჩაატარა. ტრენინგის შედეგად გადამზადდნენ სპეციალისტები კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, იმერეთის რეგიონებიდან.

TOT ჩაატარეს ვეტერინარმა, “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” ლექტორმა ნატო ფერაძემ და აგრარული მეცნიერებების მაგისტრმა, ნიკა ჯაფიაშვილმა.

ექსტენციის სპეციალისტები გადამზადდნენ შემდეგ  საკითხებში:

• ტემპერატურული სტრესები/ სიცივით გამოწვეული სტრესი;
• ზამთრის სადგომის მიკროკლიმატი;
• წყლის მიწოდების მნიშვნელობა ზამთარში;
• კლიმატური ცვლილებების ფონზე გამოწვეული დაავადებები ზამთრის სეზონზე;
• რეკომენდაციები ზამთარში კლიმატით გამოწვეული სტრესების შესამცირებლად;
• პროფესიონალური წველა;
• იმუნიტეტის გაძლიერება ზამთარში;
• ანტიმიკრობული რეზისტენტობა.
• კლიმატური ცვლილებების გავლენა პირუტყვის საკვებზე ზამთარში;
• მიწის დეგრადაცია, გვალვა და მისი გავლენა პირუტყვის საკვების წარმოებაზე - როგორ მოვერიოთ პრობლემებს ზამთარში?

გათვალისწინებულია, რომ გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის სეზონების და აქტუალობის მიხედვით რეგულარულ ტრენინგებს ჩაატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.

სპეციალისტებისთვის მომზადდა პრეზენტაციები და გაიდლაინები, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ ფერმერებთან ტრენინგების დროს. დაიბეჭდება შესაბამისი სახელმძღვანელოც, რომელიც მიეწოდება თითოეულ ექსტენციონისტს და რომელიც იქნება, ყოველდღიურად გამოსაყენებელი ლიტერატურა მეცხოველეობაში კლიმატით გამოწვეული ცვლილებების საკითხებში.

TOT ჩატარდება სეზონურად, რაც თითოეულ ტრენერს დაეხმარება მეცხოველე ფერმერებთან მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.