"მომავლის ფერმერი" სამი რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აგროთემატიკაზე კონკურსს ჩაატარებს
 29/11/2023

"მომავლის ფერმერმა" გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მეორე პარტნიორობის ფორუმზე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies გრანტი მოიპოვა.

ღონისძიებაზე "მომავლის ფერმერმა" საკუთარი იდეა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ჩატარდება კონკურსი აგროთემატიკაზე, ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესების მიზნით.  კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 5 სტუდენტისგან დაკომპლექტებული ჯგუფები სამივე რეგიონიდან. 

სამი ფინალისტი ერთმანეთს შეხვდება ბათუმში. კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი და კომპანია Fireflies ხელს შეუწყობს ამ იდეის სწორად განვითარებას.