"მომავლის ფერმერის" ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს, ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლები, ფერმერებისთვის ტრენინგს ატარარებენ კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე. ტრენინგზე ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია სეზონის და აქტუალურობის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვს ზამთარში კლიმატურ ცვლილებებს მეცხოველეობის ფერმებში; პირუტყვის საკვებზე; დაავადებებზე; სადგომის მიკროკლიმატზე; როგორ უნდა მოხდეს იმუნიტეტის გაძლიერება; რა მნიშვნელობა აქვს წყლის მიწოდებას; გაიცა რეკომენდაციები ზამთარში კლიმატით გამოწვეული სტრესების შესამცირებლად...
8 დეკემბერს, ადიგენის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ვასილ მინაძემ, ტრენინგი ჩაატარა ადიგენში, ადგილობრივი ფერმერებისთვის.
9 დეკემბერს, ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ირაკლი ხოზრევანიძემ, ტრენინგი ჩაატარა წალკაში ადგილობრივი ფერმერებისთვის.
11 დეკემბერს, ჭიათურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, თამთა კაპანაძემ, სამტრედიაში, ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.
12 დეკემბერს, ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბესიკ ნაჭყებიამ, მარტვილში ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.
13 დეკემბერს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, ფრიდონ ბაკურაძემ, ონში, ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.
15 დეკემბერს, სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის რეგიონული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ანდრია ქიტესაშვილმა, ახმეტაში ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.
18 დეკემბერს, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თეა ჟღენტმა, მცხეთაში, ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.
19 დეკემბერს, სოფლის განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ირაკლი ხოზრევანიძემ, ტრენინგი ჩაატარა მარნეულში, ადგილობრივი ფერმერებისთვის.
კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის თემებზე სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლები „მომავლის ფერმერის“ ხელშეწყობით, შვეიცარიელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გადაამზადეს.
TOT ჩატარდება სეზონურად, რაც თითოეულ ტრენერს დაეხმარება მეცხოველე ფერმერებთან მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში.
გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის რეგულარულ ტრენინგებს ჩაატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.