სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთი ხელოვნურ სუბსტრატზე გაიხსნა
 12/12/2023

12 დეკემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთი ხელოვნურ სუბსტრატზე გაიხსნა, კონკურის  "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები; ბსუ-ს აგრონომიის  ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი; აგრარული ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლები; ექსტენციონისტები...

კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში", განხორციელდა აჭარის ა/რ საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით, დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური / ნაკვეთი.