12 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ჟოლოს სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთი გაიხსნა, კონკურის "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრნენ შუახევის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის, აგრარული ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლები; ექსტენციონისტები...
კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში", განხორციელდა აჭარის ა/რ საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით, დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური / ნაკვეთი.