შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში
 12/12/2023

"მომავლის ფერმერმა" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს თენგიზ ნასარიძეს და სამინისტროს წარმომადგენლებს მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო (12.12.2023).

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატგონივრული აგრარული ექსტენციის, აკვაკულტურის, ფიტოსანიტარიის, მეცხოველეობის, ახალგაზრდების სოფლის მეურნეობაში ჩართულობისა და განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს.
თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგების ეფექტიანობისთვის სახელმწიფო ინსტიტუციების და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული თანამშრომლობა.

"მომავლის ფერმერი" და სამინისტროს წარმომადგენლები ერთობლივ სამუშაოებზე შეთანხმდნენ.