აგროკლუბ "აგროკონცეპტის" შეხვედრა მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებთან
 25/12/2023

აგროკლუბის პლატფორმის გაფართოება გრძელდება. ამჯერად, ბათუმის #1 საჯარო სკოლის აგროკლუბელები -"აგროკონცეპტი" მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და აგროკლუბის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრა 25 დეკემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აგროკლუბელებმა  წარადგინეს აგროკლუბის კონცეფცია და მიზნები. მოსწავლეებმა აღნიშნეს  წევრობის და ბენეფიტების უპირატესობების და სარგებლიანობის შესახებ.

მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ყველა იმ პროცესზე, რომელიც საჭიროა აგროკლუბის შესაქმნელად. შეხვედრაზე განიხილეს დარგში არსებული მითები, ჩაატარეს სახალისო ქვიზი...

მახინჯაურის სკოლის მოსწავლეებმა აგროკლუბის ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვეს, რომლის განხორციელებაშიც ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის წარმომადგნელები.

აგროკლუბის წარდგენის შეხვედრები მიზნად ისახავს აჭარის ა/რ-ის სხვადასხვა სკოლებში სოფლის მეურნეობის თემებზე ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდობის დაინტერესებასა და ახალი აგროკლუბების  ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებში აგრარული უნარების განვითარებას.

მომავალში დაგეგმილია გასვლები აჭარის  ა/რ-ის სხვადასხვა სკოლებში.

სასკოლო აგროკლუბები ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით.