სტუდენტთა აგრარული კონფერენცია 2024
 30/01/2024

 

 

სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და აგრარული მეცნიერებები“ ჩატარდება 2024 წლის 14-15 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.

 

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

1.    კლიმატგონივრული     სოფლის     მეურნეობა     და     მომავლის ფერმები.

2.    მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა კლიმატით შეცვლილ ლანდშაფტში.

3.    კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა / მეფუტკრეობა / აკვაკულტურა.


სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია ტარდება დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის და აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს:

•    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

•    ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

•    შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

•    წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი, აჭარა

•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “ბლექსი“, ბათუმი

•    სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა", ქობულეთი

•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “იბერია“, ქუთაისი

•    სსიპ პროფესიული კოლეჯი ,”ჰორიზონტი“, ოზურგეთი

•    სსიპ პროფესიული კოლეჯი “ფაზისი“, ფოთი.


კონფერენცია ითვალისწინებს:

•    პლენარულ და სექციურ მუშაობას

•    საკონფერენციო პროგრამისა და პუბლიკაციების კრებულის გამოცემას ბეჭდური სახით

•    საკონფერენციო პროგრამისა და პუბლიკაციების კრებულის ატვირთვას ონლაინ, QR კოდის საშუალებით ჩამოსატვირთად

•    კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტების  ტრანსპორტირების, კვებისა და ღამისთევის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები

•    კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

•    კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 5-10 წუთი

•    გათვალისწინებულია საპრიზო ფონდი

•    ყველა მომხსენებელს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი / სიგელი

 

დამატებითი შენიშვნები:

•    სექციური მუშაობა დაიგეგმება შემოსული თემების მიხედვით. თითოეულ სექციას ეყოლება კოორდინატორი.

•    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე დელეგატი დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონიდან: აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, გურია.

•    კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 2 დღის განმავლობაში.

•    გამოიცემა პუბლიკაციების ონლაინ კრებული ორი მიმართულებით: სამეცნიერო აკადემიური ნაშრომებისა და პროფესიული პუბლიკაციებისათვის.

_______________________________________________________________________

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ 2024 წლის 1 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@fof.edu.ge

განაცხადში/ წერილში მითითებული უნდა იყოს: სტუდენტის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, საგანმანათლებლო პროგრამა, სტუდენტური სტატუსი/ საფეხური, საკონფერენციო თემის მიმართულება.

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 5 აპრილამდე მიიღებთ შეტყობინებას/ დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

დასრულებული საკონფერენციო მოხსენება, მოთხოვნების შესაბამისად,  უნდა გამოაგზავნოთ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე, 2024 წლის 20 აპრილამდე.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გახსენით  ფაილი


სტუდენტთა აგრარული სამეცნიერო კონფერენცია