ტრენერთა ტრენინგი მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამის ინსტრუქტორებისთვის
 05/02/2024

 

3 - 4 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამის ინსტრუქტორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები, ადგილობირივი აგრონომები, ფოთის კოლეჯი "ფაზისის" მასწავლებლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს სპეციალისტები.

ორდღიანი ტრენერთა ტრენინგის მიზანი გახლდათ IPM პროგრამის მოკლევადიანი გადამზადების კურსის განმახორციელებელი ინსტრუქტორების მომზადება და მათთვის პროგრამის პრაქტიკული მიმართულებების გაცნობა.

მსმენელებს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) მოკლევადიანი გადამზადების კურსი მზადდება კალიფორნიის ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული მოდულების მიხედვით და მისი ეტაპობრივი დანერგვა დაგეგმილია საქართველოს 6 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი აკრედიტაციის გავლის პარალელურად. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".

 

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე: Facebook