პრაქტიკული სწავლება აგროკლუბ "სოფლის მაშენებლების" სადემონსტრაციო სათბურში
 08/02/2024

 

8 თებერვალს,  ბათუმის N28 საჯარო სკოლის აგროკლუბის "სოფლის მაშენებლების" სადემონსტრაციო სათბურში,  პრაქტიკული სწავლება "კასეტების მომზადება და მასალის ჩათესვა" მოეწყო, სადაც  სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

პროექტი ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)  ფინანსური მხარდაჭერით და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით.