20 თებერვალს "მომავლის ფერმერმა" სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლებისათვის კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი TOT ჩაატარა.
ტრენინგის შედეგად გადამზადდნენ სპეციალისტები კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.
TOT ჩაატარეს ვეტერინარმა, “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” ლექტორმა ნატო ფერაძემ და აგრარული მეცნიერებების მაგისტრმა, ნიკა ჯაფიაშვილმა.
ექსტენციის სპეციალისტები გადამზადდნენ შემდეგ საკითხებში:
• ტემპერატურული სტრესები;
• სადგომის მიკროკლიმატი;
• წყლის მიწოდების მნიშვნელობა;
• კლიმატური ცვლილებების ფონზე გამოწვეული დაავადებები გაზაფხულზე და მათი პროფილაქტიკა;
• ვექტორული დაავადებები (პიროპლაზმოზი; ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება);
• ტიმპანია;
• იმუნიტეტის გაძლიერება - ვაქცინაცია;
• ანტიმიკრობული რეზისტენტობა;
• კლიმატური ცვლილებების გავლენა პირუტყვის საკვებზე;
• პრობლემები და გაზაფხულის სეზონზე გასატარებელი ღონისძიებები.
გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის სეზონების და აქტუალობის მიხედვით რეგულარულ ტრენინგებს ჩაატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.
TOT ჩატარდება სეზონურად, რაც თითოეულ ტრენერს დაეხმარება მეცხოველე ფერმერებთან მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.