20 თებერვალს ბსუ-ს საუნივერსიტეტო ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეშ ჩამოყალიბებული განათლებისა და ექსტენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, აგროსკოლის, აგროკლუბის წარმომადგენლებმა და ფერმერებმა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეაჯამეს გასულ 3 თვეში ჩატარებული სამუშაოები; დაიგეგმა მომდევნო 3 თვის აქტივობები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება შეხვედრაში მონაწილე ყველა რგოლი.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება კლიმატგონივრული ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით.