სტუდენტთა აგრარული კონფერენცია 2024 - შეხვედრები კოლეჯებთან "ახალი ტალღა" და "ჰორიზონტი"
 22/02/2024


სტუდენტთა აგრარული კონფერენცია 2024-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი ქობულეთში, კოლეჯ „ახალი ტალღის“  და ჩოხატაურში, კოლეჯ „ჰორიზონტის“ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა, რომელიც დარგის სპეციალისტების მიერაა დაკომპლექტებული, შეხვედრის მონაწილეებს კონფერენციის შესახებ დეტალური ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდეს, გაუწიეს კონსულტაცია კონფერენციის მიმართულებების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ, უპასუხეს სტუდენტების კითხვებს...

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება კლიმატგონივრული ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)  ფინანსური მხარდაჭერით და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით.