აგროკლუბი "აგროფოინთი" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აქტიურობისთვის დააჯილდოვა
 22/02/2024


შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის აგროკლუბი - „აგროფოინთი“  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აქტიურობისთვის დააჯილდოვა. „აგროფოინთის“ სლოგანია "აწარმოე ჯანსაღი".

აგროკლუბი "აგროფოინთი" ჩამოყალიბდა ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით.

აჭარის ა/რ-ში ამ დროისათვის შექმნილია 10 აგროკლუბი, რომელთა მიზანია სკოლის მოსწავლეებში სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა ინიციატივების წარმოჩენა, სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა; სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვა; საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარება.