სტუდენტთა აგრარული კონფერენცია 2024-ისათვის მზადება გრძელდება. ამჟამად ჩვენი გუნდი ქუთაისში იმყოფებოდა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტისა და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონფერენციის ეტაპების, მონაწილეობისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ. ჩვენმა გუნდმა უპასუხა სტუდენტებისა და მასწავლებლების კითხვებს და გასცა რეკომენდაციები კონფერენციის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით.