9-10 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) პროგრამის ინსტრუქტორებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები და ადგილობირივი აგრონომები.
ორდღიანი ტრენერთა ტრენინგის მიზანი გახლდათ IPM პროგრამის მოკლევადიანი გადამზადების კურსის განმახორციელებელი ინსტრუქტორების მომზადება და მათთვის პროგრამის პრაქტიკული მიმართულებების გაცნობა.
მსმენელებს გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მავნებელთა ინტეგრირებული მართვის (IPM) მოკლევადიანი გადამზადების კურსი მზადდება კალიფორნიის ფრეზნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული მოდულების მიხედვით და მისი ეტაპობრივი დანერგვა დაგეგმილია საქართველოს 6 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი აკრედიტაციის გავლის პარალელურად.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".
ფოტოები იხილეთ ბმულზე: Facebook