ტრენინგი ფერმერებისთვის - საგაზაფხულო კლიმატური ცვლილებების გავლენა მეცხოველეობის ფერმებში
 18/03/2024


"მომავლის ფერმერის" ორგანიზებით, სოფლის განვითარების სააგენტოს, ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლები, ფერმერებისთვის ტრენინგს ატარარებენ კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე.

ტრენინგზე ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია სეზონის და აქტუალურობის  გათვალისწინებით, შემდეგ საკითებზე:

•    ტემპერატურული სტრესები;
•    სადგომის მიკროკლიმატი;
•    წყლის მიწოდების მნიშვნელობა;
•    კლიმატური ცვლილებების ფონზე გამოწვეული დაავადებები გაზაფხულზე და  მათი პროფილაქტიკა;
•    ვექტორული დაავადებები (პიროპლაზმოზი; ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება);
•    ტიმპანია;
•    იმუნიტეტის გაძლიერება - ვაქცინაცია;
•    ანტიმიკრობული რეზისტენტობა;
•    კლიმატური ცვლილებების გავლენა პირუტყვის საკვებზე;
•    პრობლემები და გაზაფხულის სეზონზე გასატარებელი ღონისძიებები.

4 მარტს, ხობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბესიკ ნაჭყებიამ, ხობში ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.

6 მარტს, გურჯაანის რეგიონული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ანდრია ქიტესაშვილმა, დედოფლისწყაროში  ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.

7 მარტს, ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ირაკლი ხოზრევანიძემ, ტრენინგი ჩაატარა წალკაში ადგილობრივი ფერმერებისთვის.

11 მარტს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, ფრიდონ ბაკურაძემ, ამბროლაურში  ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.

12 მარტს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თეა ჟღენტმა, ახმეტაში, ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.

14 მარტს, ჭიათურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, თამთა კაპანაძემ, ჭიათურაში,  ტრენინგი ჩაატარა ადგილობრივი ფერმერებისთვის.

15 მარტს, ადიგენის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ვასილ მინაძემ, ტრენინგი ჩაატარა ადიგენში ადგილობრივი ფერმერებისთვის.

3 აპრილს, ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ირაკლი ხოზრევანიძემ, ტრენინგი ჩაატარა მარნეულში,  ადგილობრივი ფერმერებისთვის.

კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის თემებზე სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციის სამსახურის რეგიონული თანამშრომლები „მომავლის ფერმერის“ ხელშეწყობით, შვეიცარიელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გადაამზადეს.

TOT ჩატარდება სეზონურად, რაც თითოეულ ტრენერს დაეხმარება მეცხოველე ფერმერებთან მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში.

გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის რეგულარულ ტრენინგებს ჩაატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.