აგროკლუბ "აგროკონცეპტის" საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
 04/03/2024

ბათუმის N1 საჯარო სკოლის აგროკლუბმა "აგროკონცეპტმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

აგროკლუბის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს  კონკურს "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში"  ფარგლებში განხორციელებული აქტოვობების და აგროკლუბის გეგმების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბუკლეტები და ბროშურები გადაეცათ.

პროექტი ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე,  ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)  ფინანსური მხარდაჭერით და "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით.