ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ბოსტნეულისა და დეკორატიული მცენარეების ჩითილების გამოსაყვან სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურში, რომელიც გაიხსნა კონკურის "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" ფარგლებში, 11 მარტს ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ორგანიზებით, ერთწლოვანი კულტურების ჩითილის გამოყვანასთან დაკავშირებით პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
საველე სემინარს ესწრებოდნენ აგროკლუბების წევრი მოსწავლეები/მასწავლებლები და ასევე, ბსუ-ს პროფესიული მიმართულების "მებაღეობის" კურსის მსმენელები.
პრაქტიკულ სწავლებას უძღვებოდა სსიპ ბაუთუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა ზოიძე.
შეგახსენებთ, კონკურსი "ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში" განხორციელდა აჭარის ა/რ საჯარო სკოლებისთვის, ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ბაზაზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით, აჭარის განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და „მომავლის ფერმერის“ორგანიზებით, დაფინანსდა 6 საგრანტო პროექტი, მათგან 4 სასკოლო სასწავლო-სადემონსტრაციო სათბური / ნაკვეთი.