ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აგროკლუბების პლატფორმის გაძლიერებაზე
 20/05/2024

 

16-17 მაისს ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო აქტივობებსა და აგროკლუბების პლატფორმის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. სამუშაო შეხვედრას, მოქმედი აგროკლუბების გარდა, ესწრებოდნენ აგროკლუბის იდეით დაინტერესებული სკოლების მოსწავლეებიც, რომლებისთვისაც აშშ-დან მოწვეულმა სტუმარმა, ექსტენციის სპეციალისტმა ლიზა ლოქსმანმა მასტერკლასი ჩაატარა. 

დღის ბოლოს პლატფორმას დაემატა დამატებით 3 ახალი აგროკლუბი და შედეგად, დღეს აჭარაში მოქმედებს 15 აგროკლუბი ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებიდან და ბათუმიდან. 

ლიზა ლოქსმანის დახმარებით აგროკლუბებმა იმუშავეს ახალი კლუბების სახელწოდების, ლოგოს, სლოგანის კონცეფციებზე, ასევე, მომდევნო 3 თვის აქტივობების დაგეგმვაზე. აგროკლუბებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები აგრარული უნარების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება USDA-ის ფინანსური მხარდაჭერით, "მომავლის ფერმერის" კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში.

სრულად ფოტოები იხილეთ ბმულზე - Facebook